5 საათის და 15 წუთის წინ
"ბარსაში" კრიზისია - განიხილება თუ არა ფლიკის გაშვება
"ბარსაში" კრიზისია - განიხილება თუ არა ფლიკის გაშვება

"ბარსელონამ" ლა ლიგაში ზედიზედ მესამე საშინაო მატჩი წააგო. კატალონიელებმა შინ მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ პედრის გოლით იგებდნენ და უამრავი რეალური მომენტი ჰქონდათ, ჯერ როდრიგო დე პოლისგან მიიღეს ზუსტი დარტყმა, შეხვედრის ბოლო წუთზე კი ალექსანდრ სორლოტს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება.

"ლურჯ-ბროწეულისფრებს" ლა ლიგაში 38 ქულა აქვთ და ლიდერ "ატლეტიკოს" 3 ქულით ჩამორჩებიან. თუ "რეალი" დღეს გაიმარჯვებს, ფლიკის გუნდს 2 ქულით გაასწრებს. მივიღოთ მხედველობაში ისიც, რომ მადრიდელებს "ბლაუგრანაზე" თითო-თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ცხადია, შექმნილი კრიზისული მდგომარეობა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.

SPORT-ს თუ დავუჯერებთ, მიუხედავად პრიმერაში პირველობის დაკარგვისა, "ბარსას" ხელმძღვანელობა გერმანელ სპეციალისტს მაინც სრულ ნდობას უცხადებს. ჟოან ლაპორტა ამ ჩავარდნას დროებითად მიიჩნევს და იმ ტაქტიკურ წინსვლას აფასებს, რომელიც გუნდს ჰანსის ხელში აქვს.

კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ იანვარში ყველაფერი გამოსწორდება.

ცნობისთვის, მომდევნო ოფიციალური მატჩი "ბარსელონას" ესპანეთის სამეფო თასის 1/16ფინალის ეგიდით ელოდება. 4 იანვარს კატალონიელები "ბარბასტროს" ესტუმრებიან.


Facebook კომენტარები