11 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსელონას" "ჩელსის" ფეხბურთელი შესთავაზეს
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი, კრისტოფერ ნკუნკუ შესთავაზეს, - ირწმუნება SPORT.
კატალონიურ გრანდთან კონტაქტზე ფრანგი შემტევის აგენტი, პინი ზაჰავი გავიდა, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას დიდი მეგობარიცაა.
27 წლის ფორვარდი "ბლაუგრანაშიც" მოსწონთ, თუმცა მისი ტრავმიანობა შემაშფოთებელი ფაქტორია.
რაც შეეხება "არისტოკრატების" პოზიციას, დიდი ალბათობით, ისინი ნკუნკუსთან დამშვიდობებას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე ეცდებიან. "ლაიფციგიდან" დიდი იმედებით შეძენილმა ფრანგმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა, რაშიც თავისი წვლილი მისმა ტრავმიანობამაც შეიტანა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში ნკუნკუმ 12 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი