12 თვის წინ
"ფლიკთან ვალში ვართ" - რა მიზანი დაისახეს "ბარსას" ფეხბურთელებმა
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა მიზნად ესპანეთის სუპერთასის მოგება დაისახეს, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი.
წყაროს თანახმად, გუნდის ერთ-ერთმა ვეტერანმა შემდეგი რამ თქვა: "ახლა დავისვენებთ, ძალებს აღვიდგენთ და 2025 წელს სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ. ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. სეზონის პირველი ტიტული უნდა მოვიგოთ. ფლიკთან ვალში ვართ."
როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების გადაფარვას კატალონიელები ესპანეთის სუპერთასის დაუფლებით აპირებენ.
ნახევარფინალურ მატჩს "ბარსა" 8 იანვარს, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ ჩაატარებს. 9 იანვარს მადრიდის "რეალი" "მალიორკასთან" ითამაშებს. ფინალი 12 იანვარსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" ესპანეთის სუპერთასი 14-ჯერ აქვს მოგებული. ეს საუკეთესო მაჩვენებელია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი