"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 24 წლის თავდამსხმელი, ფერან ტორესი ტრავმირებულია.
ესპანელმა ფორვარდმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩი დისკომფორტით ჩაამთავრა, დღეს ჩატარებულმა გამოკვლევებმა კი დაადგინა, რომ მას დაზიანება მარჯვენა ფეხის სოლეუსის კუნთზე აღენიშნება.
კატალონიური გრანდი ფერანის დაბრუნების თარიღს არ ასახელებს.
SPORT-ს თუ დავუჯერებთ, ტორესი მხოლოდ კოპა დელ რეიზე "ბარბასტროსთან" გასამართ შეხვედრას დააკლდება და ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალისთვის მწყობრში იქნება. განსხვავებული ცნობები აქვს Diario AS-ს. წყაროს თანახმად, ტორესის სუპერთასზე თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან იგი 3 კვირით იუქმებს.
აქვე გეტყვით, რომ ესპანელ გოლეადორს მიმდინარე სეზონში 16 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 ასისტია.