1 დღის და 14 საათის წინ
ცნობილია: ვისი მიყვანა უნდოდა ფლიკს "ბარსელონაში"
ცნობილია: ვისი მიყვანა უნდოდა ფლიკს "ბარსელონაში"

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" დანი ოლმო და პაუ ვიქტორი შეიძინა, რომელთა ლა ლიგაში დარეგისტრირებაც იმთავითვე პრობლემური გახლდათ. საბოლოო ჯამში, პირველი გუნდის წევრების ტრავმების "დახმარებით", კატალონიელებმა ფინანსურ ფეარ პლეიში საკმარისი სივრცე გამოათავისუფლეს, რათა ესპანელები ნახევარი სეზონით დაერიგისტრირებინათ, ახლა კი კვლავ იმავე ამოცანის წინაშე დგანან.

SPORT-ს თუ დავუჯერებთ, რომ არა სწორედ ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებული პრობლემები, ჰანსი ფლიკი "ბლაუგრანაში" კიდევ ერთი მოთამაშის მიყვანას ისურვებდა.

საუბარია მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველზე, ლეონ გორეცკაზე. ლეონი გერმანელი სპეციალისტისთვის ყველაზე სასურველი სამიზნე გახლდათ.

29 წლის შუახაზელს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისში ეწურება. ბავარიელები მის გაყიდვაზე ზაფხულშიც ფიქრობდნენ, ახლა კი თითქმის გარდაუვალია, რომ ლეონს გაისად დაემშვიდობებიან. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხოთ, "ბარსელონა" მას კვლავ მიუტრიალდეს.

გორეცკას ფლიკი "ბაიერნსა" და გერმანიის ნაკრებში წვრთნიდა. ცხადია, ტრანსფერის განხორციელებისთვის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში გერმანელმა 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

.


Facebook კომენტარები