"ბარსელონა" ვიქტორ გიოკერეშის ტრანსფერში ფრანსიშკუ ტრინკაუს გამოყენებას აპირებს, - იუწყება SPORT.
პორტუგალიელ შემტევზე სატრანსფერო უფლებების 50%-ს ჯერ კიდევ "ბლაუგრანა" ინარჩუნებს. კატალონიაში იმედოვნებდნენ, რომ "ლომები" ფრანსიშკუს გაყიდიდნენ და სატრანსფერო თანხის ნახევარი "ბარსას" შეხვდებოდა, მაგრამ ლისაბონში 24 წლის ფეხბურთელით ძალიან კმაყოფილები არიან და მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაც უნდათ.
აქედან გამომდინარე, "ბარსელონა" ტრინკაუთი სარგებლის ნახვას სხვანაირად უნდა ეცადოს.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" გეგმავენ, რომ "სპორტინგს" ფრანსიშკუზე უფლებების დარჩენილი ნაწილიც გადასცენ, სანაცვლოდ კი ვიქტორ გიოკერეშზე ფასდაკლება მიიღონ.
მოსალოდნელია, რომ შვედ ცენტრფორვარდს "სპორტინგი" 100 მილიონ ევროზე ძვირად დააფასებს. მაშასადამე, ნებისმიერი თანხა, რომელიც გიოკერეშის ფასს მოაკლდება, მისი მსურველებისთვის დიდი შეღავათი იქნება.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში ვიქტორის მონაგარი 27 გოლი და 5 ასისტია.