SPORT-ის ინფორმაციით, ჰანსი ფლიკი და "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის, შემდგენლობაში არაერთი ცვლილების შეტანას გეგმავს.
ცნობილია, რომ დეკუს მთავარი ამოცანა ამ მომენტისთვის, არსებული ფეხბურთელლების შენარჩუნება და მომავალი სეზონისთვის, დაახლოებით 80 მილიონი ევროს დაგროვებაა, რაც იანვარში ახალი მოთამაშეების მოყვანის ნაკლებ შანსს ტოვებს.
როგორც ჩანს, ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურების მიზნით, კლუბი შეეცდება დაახლოებით 5 მოთამაშე გაყიდოს. ერიკ გარსია და ანდრეას კრისტენსენი ის ორი ფეხბურთელია, რომელთა ტრანსფერზე დაყენება პირველ რიგში განიხილება. გარსიამ უკვე მიიქცია პრემიერ ლიგის გუნდების ყურადღება, რაც შეეხება კრისტენსენს, მას კატალონიელებთან კონტრაქტი ჯერ კიდევ 2026 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სანაცვლოდ გარკვეული თანხის მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
გარდა ამისა, "ბლაუგრანა" აქტიურად განიხილავს ნახევარდაცვის ხაზში პაბლო ტორესა და ფრენკი დე იონგის გაშვებასაც, რაც სახელფასო ჭერს მნიშვნელოვნად დააბალანსებს. რაც შეეხება შეტევას, ჯერ-ჯერობით ანსუ ფატია ის მოთამაშე, რომლის ტრანსფერსაც კლუბი ახლო მომავალში ყველაზე მეტად უნდა ელოდოს.