8 თვის და 3 კვირის წინ

ინიგო შეიძლება ინგლისურ გრანდში ვიხილოთ

ავტორი
Aa
"ბარსელონას" ცენტრალური მცველის, ინიგო მარტინესის სიტუაციას "მანჩესტერ იუნაიტედი" აკვირდება, - იუწყება Fichajes.
33 წლის უკანახაზელს "ბლაუგრასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მართალია, მისი შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხოთ, კლუბმა ბასკს ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს, მაგრამ სანამ ამაზე საუბარი სერიოზულად არ დაწყებულა, ინიგო თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლასთან უფრო ახლოსაა.
როგორც ჩანს, ამით სარგებლობას "წითელი ეშმაკები" აპირებენ.
ცხადია, "ემიუს" ინტერესმა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეიძლება გაურთულოს კიდეც.
ინიგომ მიმდინარე სეზონში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 დღის და 5 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
4 დღის და 23 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 3 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 3 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში