12 თვის წინ
"ბარსელონამ" ორ ვარსკვლავს ულტიმატუმი წაუყენა
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" რონალდ არაუხოსა და ფრენკი დე იონგს ულტიმატუმი წაუყენა, - იუწყება Diario AS.
წყაროს თანახმად, კატალონიური გრანდი "ბლაუგრანას" ვარსკვლავებს სთხოვს, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაეთანხმონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი ურუგვაელს და ნიდერლანდელს ტრანსფერზე დააყენებს.
როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მოთამაშეებს მკაფიოდ მიანიშნეს, რომ მათ დაუსრულებლად არ დაელოდებიან.
არაუხოს პოზიციებს ასუსტებს გუნდში ჯონათან ტას თითქმის გადაწყვეტილი ტრანსფერიც. 24 წლის უკანახაზელის გაუთავებელი ტრავმიანობა და სხვა გუნდებისგან მომდინარე ინტერესი "ბარსას" ასევე აფიქრებინებს არაუხოს გაყიდვაზე.
რაც შეეხება დე იონგს, მიმდინარე სეზონში იგი სათადარიგო ფეხბურთელად იქცა, უკანასკნელ ორ შეხვედრაში კი მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი