ესპანეთში მარკუს რაშფორდისთვის ყველაზე სასურველი გუნდი "ბარსელონაა", - იუწყება SPORT.
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი, რომელიც ბოლო მატჩებში განაცხადშიც კი ვეღარ ხვდება, მიიჩნევს, რომ მისი ტექნიკური მახასიათებლები "ბლაუგრანას" საფეხბურთო ფილოსოფიას კარგად ერგება.
27 წლის ფეხბურთელის სიტუაციის შესახებ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ყველაფერი იციან, თუმცა ტრანსფერის განხორციელებისკენ ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ.
ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, "ემიუ" მარკუსს 40 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად შეელევა. "ოლდ ტრაფორდზე" სურთ, რომ ინგლისელს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას დაემშვიდობონ.
რაც არ უნდა კარგი თვალით უყურებდნენ რაშფორდს "ბარსელონაში", მისი ფინანსური მოთხოვნები მაინც შემაფერხებელი ფაქტორი იქნება. აქედან გამომდინარე, თუ შემტევს მართლა უნდა კატალონიელთა მაისურის მორგება, ხელფასი უნდა შეიმციროს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში მარკუსმა 7 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.