Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" 17 წლის მარცხენა განაპირა მცველის, ნიკოლას ბოშჰარდტის დამატებით დაინტერესდა, რომელიც "საო პაოლოს" რიგებში თამაშობს და ძლიერი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა.
ბრაზილიელმა მცველმა, რომელსაც ფრანცისკო ზუბელდიას ხელმძღვანელობით პირველ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია, თავისი დაცვითი უნარებითა და შეტევაში კარგი თამაშით, "ბლაუგრანას" სკაუტების ყურადღება მალევე მიიქცია.
მიუხედავად იმისა, რომ ბოშჰარდტს "საო პაოლოს" პირველ გუნდში რეგულარული სათამაშო დრო ჯერ არ მისცემია, მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. "ბარსა" მის წარმომადგენლობას უახლოეს მომავალში დაუკავშირდება, თუმცა, უშუალოდ ტრანსფერზე მუშაობა ჯერ არ განიხილება.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ბრაზილიელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლის აგვისტოში ეწურება, რაც "ბარსელონას" კონკრეტული ნაბიჯის გადადგმამდე დაკვირვების საშუალებას აძლევს.