გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის პროკურატურამ "ბარსელონას" ოფისში ვერანაირ სამხილს მიაკვლია კლუბის მიერ მსაჯების მოსყიდვის დასამტკიცებლად.
როგორც ჟოან ლაპორტამ თქვა, "ნეგრეირას საქმე" უფრო და უფრო ემსგავსება "ბლაუგრანას" სახელის ლაფში ამოსასვრელად აგორებულ სკანდალს.
Diario SPORT-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" უკვე მოამზადა სარჩელები 5 ჟურნალისტის წინააღმდეგ, რომლებიც "ლურჯ-ბროწეულისფერთ" განსაკუთრებით აქტიურად აშავებდნენ. იგეგმება ჩივილი სხვა ჟურნალისტებისთვისაც.
კატალონიური გრანდი მზადაა, კლუბის წევრებისგან მიიღოს დამატებითი ფაქტები ჟურნალისტების საწინააღმდეგო საქმის დასაწყებად. ნებისმიერ სოსიოს, ვინც მსგავს მტკიცებულებას მიაგნებს, კლუბისთვის მისი გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეეძლება.
დაპირებისამებრ, "ბარსას" პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს კლუბის კარგი იმიჯის დასაცავად.