12 თვის წინ
"ბარსას" შეთავაზება დე იონგს - ფრენკის ეს არ მოეწონება
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ფრენკი დე იონგს ახალი კონტრაქტითაც იმ ხელფასს სთავაზობს, რომელსაც იგი ამჟამად იღებს, - იუწყება Marca-ს ჟურნალისტი, ლუის ფელიპე როხო.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" 27 წლის ნიდერლანდელისთვის ანაზღაურების გაზრდაში რთული ეკონომიკური სიტუაცია უშლის ხელს.
ფრენკი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისევ არ თანხმდება. კლუბში უკვე ფიქრობენ, რომ ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულების ამოწურვა და "კამპ ნოუდან" 2026 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა აქვს განზრახული.
შეგახსენებთ, რომ დე იონგი "ბარსას" მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. წელიწადში იგი 9 მილიონ ევროს იღებს, ბონუსის ღირებულება კი 3 მილიონი ევროა.
მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელმა თავი 1 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი