იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" შეიძლება ნახევარმცველი დაიმატოს, - იუწყება SPORT.
კატალონიური გრანდი მორიგი ეკონომიკური ბერკეტის გააქტიურებასთანაა ახლოს, რაც არა მხოლოდ დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის ლა ლიგაში დარეგისტრირების შესაძლებლობას მისცემს, არამედ ფინანსური ფეარ პლეის 1/1 წესზეც დააბრუნებს.
აქედან გამომდინარე, "ბლაუგრანას" ზამთარში ფეხბურთელის დამატების უკეთესი შანსიც გაუჩნდება. დიდი ალბათობით, ამას იჯარის სახე ექნება.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი მიიჩნევს, რომ მარკ კასადოს შემცვლელი სჭირდება. სწორედ ეს მიზანი უნდა დაუსახონ "ბარსას" სპორტულ დირექტორს, დეკუს, რომელსაც გუნდისთვის საინტერესო კადრები აქამდეც უპოვნია.
მიუხედავად ამისა, ცხადია, ამ ოპერაციის განხორციელებაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ისევ ის ფინანსური პრობლემები შეიძლება იყოს, რომელიც "ბარსელონას" უკვე წლებია აწუხებს.