1 წლის და 1 თვის წინ
"ბარსას" პრიორიტეტული ამოცანები ცნობილია - რას გეგმავს კლუბი
"ბარსას" პრიორიტეტული ამოცანები ცნობილია - რას გეგმავს კლუბი

"ბარსელონა" რამდენიმე ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს, - იტყობინება Diario SPORT.

ინიაკი პენია კვლავ ფიქრობს თავის მომავალზე, ამიტომ ამ მხრივ წინსვლა ჯერ არ შეინიშნება.

ალეხანდრო ბალდე ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა, თუმცა კლუბმა ჯერ ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებული საკითხები უნდა მოაგვაროს.

რაც შეეხება სერხიო ბუსკეტსს, მან "ბლაუგრანასგან" შეთავაზება უკვე მიიღო და გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. დიდი ალბათობით, კაპიტანი "კამპ ნოუზე" დარჩება.

როგორც კი ბუსკეტსის გადაწყვეტილება ცნობილი გახდება, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" უსმან დემბელეზე გადაერთვებიან. გარემარბის კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე მოქმედებს, მაგრამ "ბარსას" სურს თავიდან აირიდოს ის სცენარი, რომელიც გასულ ვნახეთ, როცა ფრანგი შემტევი რამდენიმე კვირით თავისუფალი აგენტი გახდა.

"ბარსელონას" საკუთარ ფეხბურთელებთან კონტრაქტების განახლება იმდენად უჭირს, რომ ეს კიდევ უფრო რთულად წარმოსადგენს ხდის კლუბის აქტიურობას სატრანსფერო ბაზარზე.


Facebook კომენტარები