2 კვირის და 3 დღის წინ
"ბარსელონას" 4 ამოცანა 2025 წლისთვის
"ბარსელონას" 4 ამოცანა 2025 წლისთვის

2024 წელი "ბარსელონასთვის" მძიმედ დასრულდა. ლა ლიგაში ბოლო 6 ტურიდან მხოლოდ 1-ის მოგების შედეგად, კატალონიელები სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილამდე დაქვეითდნენ, ამას კი ლამინ იამალის ტრავმაც დაემატა. 17 წლის შემტევი ესპანეთის სუპერთასისთვის გამოჯანმრთელებას კი ასწრებს, მაგრამ, ცხადია, ოპტიმალურ კონდიციებში შესასვლელად გარკვეული დრო დასჭირდება.

"ლურჯ-ბროწეულისფრები" ახალ წელს დიდი მოლოდინებით ხვდებიან, იქამდე კი მათ მიერ გაისად გადასაჭრელ ამოცანებზე Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა ისაუბრა.

აი, რას წერს ფერნანდო პოლო:

"ბარსელონას" 2025 წლისთვის ნათელი მიზნები სჭირდება: შეწყვიტოს მატჩის ბოლოს გოლების გაშვება, მოუგოს საშუალო დონის გუნდებს, გააუმჯობესოს ღია თამაშის სტრატეგიები და აღადგინოს რობერტ ლევანდოვსკის ფორმა.

მიუხედავად ბოლოდროინდელი დარტყმებისა, ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, კოპა დელ რეისა და ესპანეთის სუპერთასის ტიტულები ისევ ხელმისაწვდომია."

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს "ბლაუგრანა" ესპანეთის სამეფო თასის მეთექვსმეტედფინალში, "ბარბასტროსთან" ჯახით დაიწყებს. შეხვედრა 4 იანვარს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები