2 დღის და 22 საათის წინ
"ბარსა" დე იონგს ყიდის - ვინ განიხილება ფრენკის შემცვლელად
"ბარსა" დე იონგს ყიდის - ვინ განიხილება ფრენკის შემცვლელად

"ბარსელონა" ლონდონის "არსენალის" განელი ნახევარმცველით, ტომას პარტეით დაინტერესდა, - იუწყება Mundo Deportivo. პარტეის "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება.

როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანაში" დაკარგეს იმედი, რომ ფრენკი დე იონგი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. აქედან გამომდინარე, "ბარსა" ზაფხულში ნიდერლანდელის გაყიდვას ეცდება, მის შემცვლელად კი სწორედ ტომასი განიხილება.

31 წლის შუახაზელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სპორტული დირექტორი დეკუ დიდი ხანია აკვირდება. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ პარტეის გუნდის სისტემაში ჩაჯდომა შეუძლია.

დეკუს რწმენით, ტომასი "ბარსას" ახალგაზრდა შუახაზელის, მარკ კასადოს ღირსეული რეზერვისტი იქნება.

საგულისხმოა ისიც, რომ განელს ლა ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. იგი მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში ტომასმა თავი 2 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები