

ბარსელონას ბრაზილიელმა ვინგერმა, რაფინიამ, ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი ხედვა გამოთქვა იმ ფეხბურთელებზე, ვისაც წელს Ballon d’Or-ის პრესტიჟული ჯილდოს მოგების შანსი აქვს.
მან დაასახელა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ლამინ იამალი, მოჰამედ სალაჰი, კილიან მბაპე, პედრი, ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო გოესი.
„Ballon d’Or? ჯერ ლამინი, მერე სალაჰი, მბაპეც… პედრი, ჩემთვის, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ვინისიუსი ჩემთვის ყოველთვის კანდიდატია, თუნდაც მისი სტატისტიკა ცოტა დაბალი იყოს შარშანდელთან შედარებით, და რა თქმა უნდა, როდრიგოც შეიძლება იყოს განხილვაში — ის საოცარია, ფენომენალური, არაჩვეულებრივი, ერთ-ერთი საუკეთესო, ვინც მინახავს.“ - გაანცხადა რაფინიამ.
თუმცა, ბრაზილიელის განცხადებაში არ მოიხსენია ხვიჩა კვარაცხელია, რაც, შესაძლოა, გულდასაწყვეტი იყოს ქართველი გულშემატკივრებისთვის.



