4 თვის და 1 კვირის წინ

პრემიერ ლიგის ვარსკვლავთან მოლაპარაკებები დაწყებულია - "ბარსელონა" დიდ ტრანსფერს გეგმავს

ავტორი
Aa
გავლენიანი ესპანური გამოცემა "Mundo Deportivo" კატალონიის "ბარსელონას" ახალი სატრანსფერო გეგმის შესახებ წერს.
წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელობაშ მყოფმა მარკუს რაშფორდმა "ბლაუგრანას" თავი უკვე რამდენჯერმე შესთავაზა.
როგორც გამოცემა წერს, ფეხბურთელთან ახლოს მყოფი ხალხი ამბობს, რომ კლუბმა ინგლისელ შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ რაშფორდი ამჯერად იჯარის წესით "ასტონ ვილაში" იმყოფება, სადაც მუდმივ სათამაშო პრაქტიკას იღებს, თუმცა ამჯერად ის ტრავმირებულია.
ცნობისთვის, მარკუსს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. მისი სატრანსფერო ფასი კი 50 მილიონი ევროა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 დღის და 3 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
4 დღის და 21 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 3 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 3 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში