6 თვის წინ
"ამჯერად მინდა, რომ საიდუმლო გავამხილო" - ფლიკის პრესკონფერენცია მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa
ლა ლიგის 35-ე ტურში ელ კლასიკო გაიმართა, სადაც "ბარსელონამ" "რეალი" 4:3 დაამარცხა და ტიტულს მიუახლოვდა.
მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა:
"ზედიზედ 4 კლასიკოს მოგება ფანებისთვის ბევრს ნიშნავს. ახლა ჩვენ შემდეგ მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ.
ამჯერად მინდა, რომ საიდუმლო გავამხილო, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ჩვენს ვარჯიშებზე არსებული ინტენსივობაა.
იამალს რაც შეეხება, ის თავდაჯერებულია, იცის, თუ რისი გაკეთება შეუძლია.
თამაშით ყოველთვის ბედნიერი არ ვარ, მაგრამ მომწონს სტილი, რომლითაც ვთამაშობთ. ფეხბურთი შეცდომების თამაშია, ჩვენ ისინი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ
ყოველთვის უნდა განვვითარდეთ, ყოველ შემდეგ მატჩში. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს", - თქვა ფლიკმა პრესკონფერენციაზე.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 5 დღის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი