კატარის მსოფლიო ჩემპიონატი "ბარსელონასა" და ურუგვაის ნაკრების ცენტრალური მცველისთვის, რონალდ არაუხოსთვის ისე დასრულდა, რომ მოედანზე ის 1 წამითაც არ გასულა.
23 წლის უკანახაზელის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე გაიწელა, პლეი ოფში კი "ლა სელესტემ" ვერ გააღწია.
არადა, არაუხო თავად ამბობს, რომ მერვედფინალში სათამაშოდ მზად იქნებოდა.
"ფორმაში ვიყავი და მზად გახლდით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში მეთამაშა.
ჩემმა რეაბილიტაციამ დიდ დაძაბულობაში გაიარა. ნათელი იყო, რომ "ბარსელონას" ჩემგან პროცესის ხელოვნურად დაჩქარება არ სურდა, ურუგვაელებს კი უნდოდათ, რომ მეთამაშა.
საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს ვაიძულე, მერვედფინალისთვის მწყობრში ვყოფილიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, იქამდე ვერ მივაღწიეთ," - განაცხადა რონალდმა.
გეტყვით, რომ არაუხო ბარსელონაში შემდეგ კვირას დაბრუნდება და სამედიცინო შემოწმებას ჩაიტარებს, რათა გაირკვეს, სრულად მოიშუშა თუ არა დაზიანება.
კლუბში იმედოვნებენ, რომ 23 წლის ფეხბურთელი 31 დეკემბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.