5 თვის და 3 კვირის წინ
"ვიცოდი ესპანიოლის შესახებ, თამაშამდე ფეხბურთელებს ეს ვუთხარი და..." - რა თქვა ფლიკმა ჩემპიონობის შემდეგ
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონამ ლა ლიგის 36-ე ტურში ესპანიოლის სტუმრად დაამარცხა და ჩემპიონობა გაინაღდა.
მატჩის შემდეგ სტადიონზე წყლის სარწყავი სისტემა გააქტიურდა, რათა ბლაუგრანას მოთამაშეებს ტიტული მოსისხლ მტრის სტადიონზე არ ეზეიმათ.
ამასთან დაკავშირებით კლუბის თავკაცმა, ჰანსი ფლიკმა ისაუბრა:
"გუნდმა მითხრა, თუ რა მოხდა 2 წლის წინ ესპანიოლის სტადიონზე. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სტადიონი მალე დაეტოვებინათ და ჩემპიონობა გასახდელში ეზეიმათ.
ჩვენ ოჯახივით ვართ, ეს დამეხმარა, რომ ჩემი სამუშაოს შესრულების დროს ბედნიერი ვიყო. ასეთი რამ არსად მიგვრძნია.
ჩემპიონობის განაღდების შემდეგ შემიძლია მშვიდად ვიყო. თამაშების დროს ძალიან დაძაბული ვარ ხოლმე და სიამოვნებას ბოლომდე ვერ ვიღებ", - თქვა ფლიკმა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 5 დღის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი