3 თვის და 3 კვირის წინ
რატომ არ იყიდა ბარსელონამ კვარაცხელია - ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
რატომ არ იყიდა ბარსელონამ კვარაცხელია - ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
ავტორი
Aa

"პსჟ"-ში ტრანსფერამდე მედიაში "ბარსელონას" ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესზე აქტიურად იწერებოდა.

ესპანური გამოცემა "Diario Sport" იუწყებოდა, რომ კატალონიელების ინტერესი იანვარშიც ძალაში იყო.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" რაფა ლეაოს, კვარსა და მარკუს რაშფორდ ერთიანად აკვირდებოდა.

ის, თუ რომელ მათგანს შეიძენდა კლუბი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებზეა დამოკიდებული.

მათ ქართველი მეტად ეძვირათ, ახლა კი ისინი ლეაოსა და რაშფორდის ტრანსფერზე მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ პარიზულმა გუნდმა კვარაცხელია 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.


Facebook კომენტარები