

“ბარსელონას” 2024-25 წლების სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა.
ლა ლიგის შეხვედრა “ატლეტიკ ბილბაოსთან”, თუმცა გუნდი უკვე ჩემპიონობის სტატუსით ასპარეზობს, რაც ამ მატჩის შედეგს მნიშვნელობას უკარგავს.
კლუბი უკვე მომავალი სეზონისთვის და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება.
კატალონიელები მხოლოდ მინიმალურ ცვლილებებს გეგმავენ ძირითადი მოთამაშეების შენარჩუნება და “ლა მასიას” ტალანტების ინტეგრაცია იქნება მთავარი ფოკუსი.
ფულბეკის პოზიციაზე გაძლიერება აღარ იგეგმება მიუხედავად იმისა, რომ სეზონის განმავლობაში ფულბეკების პოზიციაზე სიღრმის ნაკლებობა იგრძნობოდა და ახალი ტრანსფერებიც განიხილებოდა, SPORT-ის ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ამ ეტაპზე არსებული მოთამაშეების თამაშით კმაყოფილია.
მარცხენა ფლანგზე ძირითადად ალეხანდრო ბალდე თამაშობდა, ხოლო მის ნაცვლად ჟერარ მარტინი ჩანაცვლდებოდა.
მარჯვენა ფლანგზე კი ჟიულ კუნდე ფლიკის ძირითადი არჩევანია, ხოლო ჰექტორ ფორტი და ერიკ გარსია როტაციაში არიან. ჯერემი ფრიმპონგის სახელი და სხვა ვარიანტებიც განიხილებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ტრანსფერის აუცილებლობა არ არსებობს.



