logo

რაზე ისაუბრეს სეტიენმა და არტურმა - მათი სიტყვები გაშიფრეს [+ვიდეო]

დღეს "ბარსელონამ" ვიგოში, "სელტასთან" სათამაშოდ გამგზავრების წინ ბოლო ვარჯიში გამართა. 

მატჩის დროს დააფიქსირეს კადრები, სადაც ჩანს, რომ კიკე სეტიენი არტურ მელოს ესაუბრებოდა.

ეს განსაკუთრებით საინტერესოა, იმ ვითარებაში, რომ ბრაზილიელის "იუვენტუსში" გადასვლა 99%-ით გადაწყვეტილია, თუმცა, როგორც AS გვამცნობს, ფეხბურთელსა და მწვრთნელს ამის შესახებ არ უსაუბრიათ. 

წყაროს მტკიცებით, ესპანელი სპეციალისტი ფეხბურთელს ესაუბრებოდა, თუ ის "სელტასთან" სათამაშოდ მენტალურად რამდენად მზადაა. 

მელო კი დაჟინებით მოითხოვდა, რომ, მის გარშემო არსებული ვითარების მიუხედავად, ვიგოში გამგზავრებულიყო. 

კიკე სეტიენმა ის განაცხადში შეიყვანა. ნახევარდაცვაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მისი თამაში მოსალოდნელია.


2 კვირის წინ
2713 / 0
სესე გოგიაშვილი
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ