1 წლის წინ
4 რამ, რაც "ბარსელონამ" მესის დასაბრუნებლად უნდა გააკეთოს
4 რამ, რაც "ბარსელონამ" მესის დასაბრუნებლად უნდა გააკეთოს

ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ "ბარსელონაში" ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

წყაროს თანახმად, იმისათვის, რათა "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" არგენტინელი მეგავარსკვლავის გაფორმება შეძლონ, მათ სერხიო ბუსკეტსსა და ჟორდი ალბას ხელფასი უნდა შეუმცირონ და ზოგიერთი ფეხბურთელი გაყიდონ.

შესაძლოა, საჭირო გახდეს კიდევ რამდენიმე მოთამაშის ანაზღაურების შემცირებაც.

რომერო წერს, რომ არსებობს ლაპორტასთან დაახლოებული პიროვნება, რომელიც უკვე რამდენიმეა თვეა ცდილობს, მესი "ბარსაში" დაბრუნებაში დაარწმუნოს.

მიუხედავად ამისა, 35 წლის ფეხბურთელად და "ბარსას" პრეზიდენტს შორის შეხვედრა ჯერ კიდევ არ შემდგარა.

ლაპორტასა და მესის შეხვედრა რომ ყველაფერს გაამარტივებდა, აშკარაა. სხვათა შორის, ამ აზრს სერხიო აგუეროც იზიარებს.

შეგახსენებთ, რომ "ლა პულგა" სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში იგი "პსჟ-ს" 18 გოლითა და 17 ასისტით დაეხმარა.



Facebook კომენტარები