3 წლის და 1 თვის წინ
დე იონგის ტრავმა დადასტურდა - "ბარსას" დიდი პრობლემა აქვს
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრენკი დე იონგი ტრავმირებულია.
Diario AS-ის ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, ნიდერლანდელი ნახევარმცველი 15 დღის განმავლობაში იუქმებს. მაშასადამე, მისი "ელ კლასიკოში" მონაწილეობა საეჭვოა.
თავად დე იონგს სჯერა, რომ "რეალთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.
ფრენკის მზადყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ დანაკლისის ფონზე, რომლითაც კატალონიური გრანდი კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას ხვდება. ბუნებრივია, ვგულისხმობთ პედრის, უსმან დემბელესა და ანდრეას კრისტენსენის არყოფნას.
შეგახსენებთ, რომ "რეალს" "ბლაუგრანა" 5 აპრილს უმასპინძლებს. პირველი მატჩი ჩავის გუნდმა ანგარიშით 1:0 მოიგო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
7 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
7 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი