2 დღის და საათის წინ
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია! - რას გეგმავს ბარსელონა მეკარის პოზიციაზე
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია! - რას გეგმავს ბარსელონა მეკარის პოზიციაზე
ავტორი
Aa

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიცავს კატალონიის "ბარსელონას" კარს მომავალ სეზონში.

როგორც ცნობილია, კლუბი "ესპანიოლის" მეკარის, ჟოან გარსიას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს, თუმცა საქმე მეტად კომპლექსურია.

ამავდროულად მარკ ანდრე ტერ შტეგენი თვლის, რომ მას მაღალ დონეზე თამაში კიდევ შეუძლია, თუმცა კლუბში მისი არ სჯერათ.

ერთ-ერთი ესპანური გამოცემა იუწყება, რომ "ბარსასთვის" გარსიას ყიდვა პრიორიტეტულია.

ოფიციალურად, თუ კლუბი მას იყიდის ტერ შტეგენი აუცილებლად გაიყიდება. გეგმის მიხედვით, გარსია გუნდის ნომერ პირველი მეკარე უნდა გახდეს.

რაც შეეხება ვოიცეხ შესნის, ჟოანის ყიდვის შემთხვევაში ის გუნდის მეორე მეკარედ მოიაზრება.

ასევე ცნობილია, რომ თუ გარსიას ტრანსფერი არ გამოვიდა, "ბარსა" ახალგაზრდა პერსპექტიულ მეკარეს აუცილებლად დაიმატებს, რომელიც პირველი ნომერი იქნება.


Facebook კომენტარები