ანტუან გრიზმანმა "რეალს" ტიტული გადასცა (ვიდეო)

ვიგოს "სელტას" ლიდერმა, იაგო ასპასმა "ბარსელონას" საჯარიმო დარტყმიდან შესანიშნავი გოლი გაუტანა, თუმცა თუ კადრებს კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, თუ ვინ გახლდათ ამის მთავარი შემოქმედი.

ანტუან გრიზმანი - "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სუპერვარსკვლავი ცოცხალ კედელში იდგა და მან ისე საშინლად იმოქმედა, რომ იაგოს გოლის გასატანად პრაქტიკულად კუთხე გაუთავისუფლა.

სოციალურ ქსელში უკვე დაიწყეს ხუმრობა იმაზე, რომ ფრანგმა ამ ქმედებით ლა ლიგის ტიტული მადრიდის "რეალს" გადასცა.

ესპანეთის ჩემპიონატში ჯერ არაფერია დასრულებული, თუმცა, ვინ იცის, შესაძლოა, ეს მომენტი საბედისწეროც კი აღმოჩნდეს.

1 წლის წინ
2143 / 0
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1142
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო, მარკ ანდრე ტერ შტეგენი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ