1 წლის და 11 თვის წინ
"ბარსა" რამუშს უმიზნებს - კლუბს პრობლემა გამოუჩნდა
"ბარსა" რამუშს უმიზნებს - კლუბს პრობლემა გამოუჩნდა
ავტორი
Aa

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ აღმოჩენად სამართლიანად ითვლება პორტუგალიის ნაკრების 21 წლის ცენტრფორვარდი გონსალუ რამუში.

"ბენფიკას" თავდამსხმელი "ნავიგატორთა" თავკაცმა ფერნანდუ სანტუშმა სასტარტო შემადგენლობაში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ განამწესა და ნდობა გონსალუმ მას ჰეთ-თრიქის შესრულებით დაუფასა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ პორტუგალიელი წამყვანი ევროპული კლუბების რადარებზე გამოჩნდა.

SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" რამუშს ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის სტარტიდან აკვირდება.

გონსალუს მიერ შვეიცარიელებთან დატრიალებული საოცრება "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" შეიძლება პრობლემატურიც კი იყოს, რადგან ამ მატჩის შემდეგ ახალგაზრდა თავდამსხმელის ფასი საგრძნობლად გაიზრდება.

რამუშის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს და მარტივი მისახვედრია, რომ "ბენფიკა" მსურველთ დაახლოებით ამ ფასის გადახდას მოსთხოვს.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა "არწივების" მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გააკეთა.


Facebook კომენტარები