"ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას თავის ახალ ინტერვიუში კვლავ ლიონელ მესის შესახებ მოუხდა ლაპარაკი.
"მესიმ იცის, რომ "ბარსელონას" კარი ღიაა. ვნახოთ... უნდა ვნახო, როგორ გაუმჯობესდება ურთიერთობა მესისა და "ბარსელონას" შორის.
ლეოს წასვლა? მემკვიდრეობა, რომელიც კლუბში დამხვდა, კარგი არ იყო, ამიტომ მომიწია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც არ მსურდა.
მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყო იმასთან დაკავშირებით, რასაც ვამბობ. ლეო ახლა "პსჟ-ს" მოთამაშეა და მათდამი პატივისცემით ვარ განწყობილი. მესიმ იცის, რომ იგი ჩვენს გულებშია. ეს ჩვენი სულის ნაწილია.
არგენტინის ნაკრების წარმატების გამო, მესის ახლა ძალიან კარგი პერიოდი უდგას. "ბარსელონას" გულშემატკივრები არგენტინას სწორედ ლეოს დამსახურებით უჭერდნენ მხარს. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი იყო, რადგან უკვე ყველაფერი აქვს მოგებული, ჩვენ ბედნიერები ვართ," - განაცხადა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.