logo

ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსა" შეიძლება სხვა მწვრთნელმა გაიყვანოს

ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსა" შეიძლება სხვა მწვრთნელმა გაიყვანოს

"სელტასთან" ფრედ დასრულებულმა მატჩმა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის პოზიციები საგრძნობლად შეარყია.

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ფაქტობრივად გადაწყდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ბლაუგრანა" კანტაბრიელ სპეციალისტს გამოემშვიდობება.

ESPN კი გვამცნობს, რომ შესაძლოა, ეს უფრო ადრეც მოხდეს.

წყაროს თანახმად, ხელმძღვანელობა განიხილავს იმ პერსპექტივასაც, სადაც ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ მატჩებში გუნდს "ბარსა B"-ს ამჟამინდელი თავკაცი, გარსია პიმიენტა გაუძღვება.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჩემპიონთა ლიგას 7  აგვისტოს, "ნაპოლისთან" მერვედფინალური ეტაპის საპასუხო ჯახით დაუბრუნდებიან.

4 თვის წინ
2297 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 882
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ