logo

მოსახდენი მოხდა - ოფიციალურად არტური "იუვენტუსის" ფეხბურთელია

მოსახდენი მოხდა - ოფიციალურად არტური "იუვენტუსის" ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" 23 წლის ნახევარმცველი, არტურ მელო ტურინის "იუვენტუსმა" შეიძინა.

"ბიანკონერი" "ლურჯ-ბროწეულისფერებს" 72 მილიონ ევროს გადაუხდის, 10 მილიონს კი "ბარსა" ბონუსების სახით მიიღებს.

ახალგაზრდა შუახაზელი პიემონტში 2025 წლამდე დარჩება.

არტური კატალონიურ გრანდში სეზონის დასრულებამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი "ბარსამ" 2018 წელს, "გრემიოდან", 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

მას შემდეგ არტურმა "ბლაუგრანას" მაისურით ყველა ტურნირზე 72 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 6 ასისტი.

2 კვირის წინ
315 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ