3 წლის და 7 თვის წინ
ჩავი "ელჩესთან" შემადგენლობის გრანდიოზულ როტაციას მიმართავს
ავტორი
Aa
Diario AS იუწყება, რომ ჩავი ერნანდესი "ელჩესთან" მატჩში შემადგენლობის როტაციას მიმართავს.
ხავი მიგელის ვარაუდით, სასტარტო თერთმეტეულში ვიხილავთ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ერიკ გარსია, მარკოს ალონსო, ჟორდი ალბა, პაბლო ტორე, ფერან ტორესი და ანსუ ფატი არიან.
მარტივი მისახვედრია, რომ ჩავი წამყვან მოთამაშეებს 5 აპრილს გასამართი "ელ კლასიკოსთვის" დაასვენებს. კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის მეორე მატჩს კატალონიელები ერთგოლიანი უპირატესობით ხვდებიან, თუმცა ეს "მაესტროს" მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
"ელჩესთან" ჩასატარებელი შეხვედრა შანსი იქნება მათთვის, ვისაც სათამაშო დრო ძალიან იშვიათად ეძლევა ხოლმე.
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩს პირველ აპრილს ითამაშებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი