2 დღის და 18 საათის წინ
ბარსელონამ 60 მილიონიანი ჯარიმა 15 მილიონ ევრომდე შეამცირა – შეთანხმება უეფასთან
ბარსელონამ 60 მილიონიანი ჯარიმა 15 მილიონ ევრომდე შეამცირა – შეთანხმება უეფასთან
ავტორი
Aa

„ბარსელონამ“ შესაძლოა თავიდან აირიდოს ფინანსური დარტყმა: უეფასთან მოლაპარაკების შედეგად, კატალონიურმა გრანდმა 2022 წელს განხორციელებულ “ეკონომიკურ ბერკეტებთან” დაკავშირებით 60 მილიონ ევრომდე შესაძლო ჯარიმა 15 მილიონამდე შეამცირა. 

მოლაპარაკებები უშუალოდ უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინთან გაიმართა, რის შედეგადაც მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას. 

უეფას კითხვები ჰქონდა ტელეარხის მაუწყებლობის უფლებების გაყიდვის აღრიცხვაზე, თუმცა „ბარსამ“ დაიცვა თავისი პოზიცია – კლუბმა ასეთი ნაბიჯები გადადგა როგორც კაპიტალის ზრდის ალტერნატიული გზები, რაც განპირობებულია კლუბის უნიკალური, წევრების მფლობელობითი სტრუქტურით. 

თუმცა, შემცირებული 15 მილიონიანი ჯარიმა სრულად ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლუბი დააკმაყოფილებს როგორც უეფას, ისე ლა ლიგის ფინანსური ფეარ-პლეის წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული 60 მილიონი ევროთი დაჯარიმდება


Facebook კომენტარები