1 წლის და 1 თვის წინ
მემფისმა "ბარსელონას" კბილი ისევ გაკრა
მემფისმა "ბარსელონას" კბილი ისევ გაკრა

მადრიდის "ატლეტიკოს" ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ "ბარსელონას" კიდევ ერთხელ გაკრა კბილი. 28 წლის შემტევმა ხშირი ტრავმიანობა, რომელიც მისი კატალონიური კარიერის თანმდევი გახლდათ, "ბლაუგრანას" სავარჯიშო სესიებს დააბრალა.

"ატლეტიკოში" თავს კარგად ვგრძნობ. ჩემს სხეულს ისეთი ვარჯიშები სჭირდება, როგორსაც აქ ატარებენ. "ბარსელონაში" ყოველთვის ასე არ ხდებოდა...

სწორედ ამიტომ ვიღებდი ტრავმებს," - თქვა დეპაიმ.

მემფისის განცხადება შეუსაბამოდ ჩანს იმ ფონზე, რომ საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს აქვს აღნიშნული, თუ რამდენად გაუმჯობესდა გუნდის სავარჯიშო სესიები ჩავი ერნანდესის ხელში.

სხვათა შორის, ამავე ინტერვიუში დეპაიმ ისიც თქვა, რომ "ბარსა" რონალდ კუმანს არასწორად მოექცა.

კუმანი და მემფისი გუშინ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ეთამაშნენ და პირწმინდად დამარცხდნენ, ანგარიშით 0:4.


Facebook კომენტარები