logo

პრობლემები "ბარსას" გასახდელ ოთახში - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

პრობლემები "ბარსას" გასახდელ ოთახში - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ვიგოს "სელტასთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ "ბარსელონაში" არსებული პრობლემები კიდევ უფრო გამომჟღავნდა. გუნდის სამწვრთნელო შტაბის მიმართ უკმაყოფილებას არც ფეხბურთელები მალავენ.

არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ისინი კიკე სეტიენს ან ედერ სარაბიას უწყრებიან. ლეო მესიმ ეს უკანასკნელი უშვერი სიტყვებითაც მოიხსენია. 

"ბარსას" მოთამაშეები მწვრთნელსა და მის ასისტენს ბევრ რამეში ემდურებიან.

1. მათ კიკე სეტიენის მიერ არტურ მელოს მიმართ მოქცევა არ მოეწონათ. 

2. ისინი მწვრთნელთან ბევრს არ საუბრობენ. ფეხბურთელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ მათ მითითებებს ედერ სარაბია უფრო ხშირად აძლებთ, სინამდვილეში კი კიკესთან კომუნიკაცია ურჩევნიათ.

3. მთლიანობაში, "ბლაუგრანას" მოთამაშეებს სამწვრთნელო შტაბი არ მოსწონთ,რაც დიდ პრობლემას ქმნის. "სელტასთან" მატჩის შემდეგ ფეხბურთელების კომენტარებიდან თუ ქცევებიდან ჩანს, რომ მწვრთნელებით გაბრაზებულები არიან.

კარგად ჩანს, თუ რაოდენ სერიოზული პრობლემებია კლუბში. ასეთ ვითარებაში წარმატების მიღწევა კიდევ უფრო გართულდება.

არც ის გამოვრიცხოთ, სეზონის დასრულებამდე კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნოს.


2 კვირის წინ
191 / 0
სესე გოგიაშვილი
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ