logo

ოფიციალურად: მირალემ პიანიჩი "ბარსელონას" ფეხბურთელია

ოფიციალურად: მირალემ პიანიჩი "ბარსელონას" ფეხბურთელია

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა ტურინის "იუვენტუსიდან" ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი შეიძინა.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" 30 წლის ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ამ თანხას ბონუსების სახით შეიძლება კიდევ 5 მილიონი ევრო დაემატოს.

მირალემმა "ბარსასთან" 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ბოსნიელი სეზონის ბოლომდე ტურინული გრანდის მაისურით ითამაშებს.

30 წლის ნახევარმცველი "იუვეს" ღირსებას 2016 წლიდან იცავდა, როცა ის პიემონტში "რომადან", 35 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

"ვეკია სინიორიტაში" მისი ჯამური მონაგარი ასეთია: 171 მატჩი, 22 გოლი, 36 ასისტი.


2 კვირის წინ
336 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ