1 დღის და 20 საათის წინ
გახდება თუ არა ნიკო უილიამსი ბარსელონას ფეხბურთელი - საბოლოო გადაწყვეტილება
გახდება თუ არა ნიკო უილიამსი ბარსელონას ფეხბურთელი - საბოლოო გადაწყვეტილება
ავტორი
Aa

ესპანურ პრესაში ნიკო უილიამსის ტრანსფერთან დაკავშირებთ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება.

22 წლის ესპანელს მსურველები არ აკლდა, თუმცა როგორც ირკვევა მან კატალონიის ბარსელონა აირჩია.

ნიკო სხვა კლუბებს განუცხადა, რომ მხოლოდ ბლაუგრანაში სურს თამაში.

ფეხბურთელი და კლუბი მოგვარებულები არიან, უილიამსი ხელფასის შესამცირებლადაც მზადაა.

ერთადერთი პრობლემა ატლიტიკ ბილბაო, რომელიც ბარსელონას სთხოვს, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხდა, 64 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სხვა მოლპარაკებას ბასკური კლუბი უშუალოდ ბარსელონასთან არ განიხილავს.

ასევე ტრანსფერს აფერხებს, ლა ლიგის წესდება, რომელიც ბლაუგრანასთვის მრავალწლიანი პრობლემაა.

შესაძლოა ნიკო დიდ ხანს კლუბმა ვერ დაარეგისტრიროს, ისევ როგორც ეს დანი ოლმოს შემთხვევაში იყო.

ჯერ-ჯერობით პრესაში მხოლოდ ეს ინფორმაციაა გავრცელებული.


Facebook კომენტარები