logo

როგორ ჩაყარა წყალში "ბარსამ" 800 მილიონი ევრო

როგორ ჩაყარა წყალში "ბარსამ" 800 მილიონი ევრო

უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯარა, როდესაც "ბარსელონანამ" წარმატებული კამპანია აწარმოა, შორეულ 2014 წელს ფიქსირდება.

კატალონიელებმა მაშინ სულ 165 მილიონი ევრო დახარჯეს და იყიდეს ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ლუის სუარესი, ივან რაკიტიჩი და მარკ ანდრე ტერ შტეგენი არიან.

მას შემდეგ "ბარსამ" ტრანსფერებში 800 მილიონი ევრო გაიღო, თუმცა რეალური სარგებელი არ მიუღია.

მაშ ასე, მივყვეთ ქრონოლოგიას:

2016 წლის ზაფხული - ანდრე გომეში, პაკო ალკასერი, სამუელ უმტიტი, ლუკა დინი, იასპერ სილესენი და დენის სუარესი ამ დროს იქნენ შეძენილნი. დღეს გუნდში მხოლოდ უმტიტი ირიცხება, თუმცა მისი პოზიციებიც შესუსტებულია.

2017 წლის ზაფხული (2017/18 წლების სეზონიც) - გამაოგნებელი თანხით, 375 მილიონი ევროთი "ბლაუგრანამ" უსმან დემბელე, ფილიპე კოუტინიო, პაულინიო, ნელსონ სემედუ, იერაი მინა, ხერარდ დეულოფეუ და მარლონი დაიმატა.

2018-19 წლების სეზონი - ჯამში 129 მილიონი ევრო დაიხარჯა მალკომის, კლემან ლენგლეს, არტურის, არტურო ვიდალისა და ჯეისონ მურილიოს (იჯარა) მოყვანაზე.

2019-20 წლების სეზონი - ანტუან გრიზმანი, ფრენკი დე იონგი, ნეტუ, მარტინ ბრეიტუეიტი, ხუნიორ ფირპო და ემერსონი კატალონიელებს 275 მილიონი ევრო დაუჯდათ.

საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ არცერთს ამ ფეხბურთელთაგან, "კამპ ნოუზე" ჯეროვანი კვალი არ დაუტოვებია.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პაულინიოს, სემედუს, ვიდალსა და ლენგლეს ჯეროვანი გამონათებები ჰქონდათ.

მიუხედავად ამისა, არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ 800 მილიონი ევრო "ბლაუგრანას" შეფობამ წყალში მოისროლა.


2 კვირის წინ
234 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ