logo

10 საინტერესო ფაქტი მირალემ პიანიჩზე

10 საინტერესო ფაქტი მირალემ პიანიჩზე

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონამ" ტურინის "იუვენტუსიდან" გამოცდილი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი შეიძინა.

"ბლაუგრანას" ოფიციალური არხი გვთავაზობს 10 საინტერესო ფაქტს მირალემის შესახებ:

1. ზოგადი ცნობები

პიანიჩი დაიბადა 1990 წლის 2 აპრილს, ბოსნიაში. საინტერესოა, რომ ზუსტად ორი დღის შემდეგ, "ბარსამ" კოპა დელ რეის ფინალში მადრიდის "რეალი", ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლები გილერმო ამორმა და ხულიო სალინასმა გაიტანეს.

2. მამის ნაკვალევზე

მირალემის მამა, ფარუდინ პიანიჩიც ფეხბურთელი იყო. იგი იუგოსლავიის მესამე დივიზიონის კლუბ "ზვორნიკში" ასპარეზობდა. საინტერესოა, რომ სწორედ მამამ მიიღო მონაწილეობა ნახევარმცველის პირველი კონტრაქტის გაფორმებაშიც.

3. სანაკრებო კარიერა

ბოსნიის ნაკრებში პიანიჩს 92 მატჩი აქვს ჩატარებული და 15 გოლიც გატანილი. იგი ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეექვსე ადგილზეა.

4. დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგაზე თავისი სადებიუტო მატჩი მირალემმა სწორედ "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩაატარა. ეს 2009 წლის 24 თებერვალს, მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მოხდა.

ეს შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, თუმცა საპასუხო ჯახში კატალონიელებმა "ოლიმპიკი" გაანადგურეს - 5:2.

5. "ბარსასთან" ურთიერთშეხვედრები

პიანიჩს "ბლაუგრანას" წინააღმდეგ სულ 7 მატჩი აქვს ჩატარებული: ერთი "ლიონში", ორი "რომაში" და ოთხი - "იუვეში".

მისი სტატისტიკა შემდეგნაირია: 1 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი

6. მეორე ბოსნიელი კლუბის ისტორიაში

30 წლის ნახევარმცველი მეორე ფეხბურთელია "ბარსას" ისტორიაში, ვინც ბოსნიაშია დაბადებული.

პირველი მეჰო კოდრო გახლდათ, რომელიც "კამპ ნოუზე" 1995/96 წლებში ასპარეზობდა.

7. კავშირი "ბარსას" ფეხბურთელებთან

სამუელ უმტიტი (ლიონი), ბოიან კრკიჩი, სეიდუ კეიტა (რომა), ნეტო, დანი ალვეში (იუვენტუსი) - "ბარსელონას" სწორედ ამ ყოფილი (ერთიც მოქმედი) ფეხბურთელების გვერდით აქვს პიანიჩს ნათამაშები.

8. ნომრები 

"მეცში" მირალემი 33 ნომრიანი მაისურით თამაშობდა, "ლიონში" 18 ნომერს ირგებდა, "რომაში" 15-ს, ხოლო "იუვენტუსში" - 5-ს.

9. პიანიჩი მამის ამპლუაში

ბოსნიელს ერთადერთი ვაჟი, ედენი ჰყავს ,რომელიც 2013 წელს დაიბადა.

10. PES

ცნობილი საფეხბურთო თამაშის 2020 წლის ედიშენის გარეკანზე პიანიჩი ლეო მესის, სერჟ გნაბრისა და სკო მაკტომინეის გვერდითაა.

2 კვირის წინ
1438 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ