logo

რა ელოდება სეტიენს, თუ "ბარსამ" მომდევნო ორი მატჩი ვერ მოიგო

რა ელოდება სეტიენს, თუ "ბარსამ" მომდევნო ორი მატჩი ვერ მოიგო

ვიგოს "სელტასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის სკამი საგრძნობლად შეირყა.

ბევრი თვლის, რომ სეზონის ბოლოს კიკეს გაშვება თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.

მიუხედავად ამისა, Catalunya Radio კიდევ უფრო შორს მიდის.

წყაროს თანახმად, თუ "ბლაუგრანამ" ლა ლიგის მომდევნო ორი მატჩი ვერ მოიგო, სეტიენს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ, რომ ეს ორი ჯახი "ბარსას" "ატლეტიკოსთან" (30 ივნისს) და "ვილიარეალთან" (5 ივლისს) ელის.

ამ შემთხვევაში მას სეზონის ბოლომდე გარსია პიმიენტა შეცვლის.

2 კვირის წინ
246 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ