2 წლის და 5 თვის წინ

ობამეიანგის საინტერესო შეთავაზება "ბარსელონას"

ავტორი
Aa
პიერ-ემერიკ ობამეიანგი მზადაა, რომ შემდეგ სეზონში "ბარსელონაში" მინიმალური ხელფასის სანაცვლოდ ითამაშოს. აღნიშნულ ინფორმაციას Diario SPORT-ის ჟურნალისტი ლუის მიგელსანსი ავრცელებს.
თანხა თვეში 6500 ევროს შეადგენს. სხვათა შორის, დანი ალვეშის მიერ 2021/2022 წლების სეზონში მიღებული ანაზღაურებაც ასეთი გახლდათ.
ობამეიანგი "ჩელსიში" თავს კომფორტულად არ გრძნობს და გუნდის რაც შეიძლება მალე გამოცვლა უნდა. გაბონელი თავდამსხმელი "არისტოკრატთა" თავკაცის, გრემ პოტერის გეგმებში არ შედის.
"ბარსელონამ" ფორვარდის დაბრუნება ზამთარშიც სცადა, მაგრამ ლა ლიგის წესებმა ამის საშუალება არ მისცა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 24 მატჩში პიერ-ემერიკმა 13 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 საათის და 4 წუთის წინ

როდის დაბრუნდება ლამინე იამალი - აქტუალურ შეკითხვას პასუხი გაეცა
6 დღის და 3 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
1 კვირის და 1 დღის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 კვირის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე