1 წლის და 1 თვის წინ
მესიმ შემცირებული როლი უნდა მიიღოს - "ბარსელონელთა" პოზიცია
მესიმ შემცირებული როლი უნდა მიიღოს - "ბარსელონელთა" პოზიცია

კატალონიურმა Mundo Deportivo-მ ლიონელ მესის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნების შესახებ განახლებული ცნობები მოგვაწოდა.

ცნობილი გამოცემის სტატიაში ვკითხულობთ:

"პრეზიდენტი ლაპორტა მოქმედებას მანამ არ დაიწყებს, სანამ ფეხბურთელის მხრიდან აშკარა არ გახდება, რომ მას "ბარსელონაში" უნდა დაბრუნება. ამ ინფორმაციამ "ბლაუგრანას" უფროსობამდე შეიძლება სხვა მოთამაშეების ან ჩავი ერნანდესის გავლით მიაღწიოს.

თუ მესი "ბარსაში" დაბრუნდება, კლუბი მისგან ელოდება, რომ იგი შემადგენლობაში შემცირებულ როლს დასთანხმდება, გასახდელში გაჩენილ ახალ ლიდერებს პატივს სცემს და ნაკლებ ანაზღაურებაზეც ყაბულს იქნება.

"ბარსელონაში" იციან, რომ ლეოს სხვა მსურველების ფინანსურ შეთავაზებებს კონკურენციას ვერ გაუწევენ, ამიტომ ყველაფერი თავად "ლა პულგას" სურვილზე იქნება დამოკიდებული.

ყატარელებმა "პსჟ-ს" პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის დაავალეს, ყველაფერი გააკეთოს მესისთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად."

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს ლეოს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი ეწურება. მას ასევე უკავშირებენ "ინტერ მაიამისა" და მილანის "ინტერს".

მიმდინარე სეზონში 35 წლის მეგავარსკვლავი პარიზულ კლუბს 18 გოლითა და 17 ასისტით დაეხმარა.


Facebook კომენტარები