22 საათის და 27 წუთის წინ
დეკუმ მამარდაშვილზე კომენტარი გააკეთა - რა თქვა ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა ქართველ მეკარეზე
დეკუმ მამარდაშვილზე კომენტარი გააკეთა - რა თქვა ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა ქართველ მეკარეზე
ავტორი
Aa

კატალონიის ბარსელონამ ესპანიოლიდან ახალი მეკარე, ჟან გარსია ოფიციალურად დაიმატა.

ამ ტრანსფერთან დაკავშირებით კლუბის სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ ისაუბრა:

"რატომ ვიყიდეთ გარსია? - ერთ მაგალითს მოვიყვან - ლივერპულს ჰყავს მეკარე ალისონი, რომელიც 32 წლისაა და პარალელურად, იყიდეს ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე 24 წლის მამარდაშვილი. როცა გუნდში 32-33 წლის მოთამაშეები გყავს, მომავალზე ფიქრი უნდა დაიწყო.

გასულ სეზონში ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო და მხოლოდ პენია გვყავდა. აკადემიაშიც არიან კარგი მეკარეები, მაგრამ ასეთ დონეზე სათამაშოდ ჯერ პატარები არიან და მოვიყვანეთ შესნი. ჩვენმა ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა.

ჩვენ იმ ეტაპზე ვიყავით, რომ გარსიას თაობაზე გადაწყვეტილება მალე უნდა მიგვეღო, რადგან სხვა გუნდში წავიდოდა. დღესდღეობით, ბევრი მისნაირი დონის ახალგაზრდა მეკარე ბაზარზე არ არის. გარსიას დამატება უკავშირდება როგორც ჩვენს აწყმოს, ისე მომავალს", - განაცხადა დეკუმ.


Facebook კომენტარები