14 საათის და 52 წუთის წინ
მეტი ხელფასი, მეტი ფული - ნიკო უილიამსისთვის ბრძოლში დიდი გრანდი ჩაერთო
მეტი ხელფასი, მეტი ფული - ნიკო უილიამსისთვის ბრძოლში დიდი გრანდი ჩაერთო
ავტორი
Aa

უკვე 1 თვეა, რაც ბარსელონას ნიკო უილიამსის ყიდვას ცდილობს.

ფეხბურთელი და კლუბი პირად დეტალებზე შეთანხმებულები არიან, ერთადერთი პრობლემა ატლეტიკ ბილბაოა, რომელსაც არ სურს, რომ ნიკო ბარსაში გაყიდოს.

როგორც უცხოურ მედიაში იწერება, ესპანელი შემტევის შეძენით მიუნხენის ბაიერნიც ინტერესდება.

ბავარია ნიკოს უფრო მეტ ხელფასს სთავაზობს და თანახმაა, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა (64 მილიონი) გადაიხადოს.

ეს საქმეს ართულებს, რადგან ბილბაო გერმანელებთან დათმობებზე წავა, ბარსელონასთან კი არა.

მაგრამ Mundo Deportivo, წერს რომ თავად ფეხბურთელს მხოლოდ ბარსელონაში სურს თამაში, სწორედ ამიტომ კლუბში ბაიერნი არ ანერვიულებთ.


Facebook კომენტარები