1 წლის წინ
კრისტენსენის გარემოცვამ "ბარსელონა" გააფრთხილა
კრისტენსენის გარემოცვამ "ბარსელონა" გააფრთხილა

ანდრეას კრისტენსენის გარემოცვამ "ბარსელონა" გააფრთხილა, - იტყობინება SPORT.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, დანიელ უკანახაზელთან დაახლოებულმა პირებმა "ბლაუგრანას" შეატყობინეს, რომ ზაფხულში ინგლისის პრემიერ ლიგიდან მაცდურ შეთავაზებებს უნდა ელოდონ.

26 წლის ცენტრალური მცველი "ბარსაში" თავს ბედნიერად გრძნობს. მის გაყიდვას არც "ლურჯ-ბროწეულისფერნი" გეგმავენ, თუმცა თუ ხელმძღვანელობამ ისეთი წინადადება მიიღო, როგორიც კლუბს ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს, ისინი დაფიქრდებიან.

Mundo Deportivo კრისტენსენის გაყიდვას სრულიად გამორიცხავს. წყაროს თანახმად, ანდრეასი "კამპ ნოუზე" ხელშეუხებელია და იგი მომავლის პროექტის უცვლელ ნაწილად განიხილება.

შეგახსენებთ, რომ დანიელი "ბარსელონამ" გასულ წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

მიმდინარე სეზონში კრისტენსენმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.


Facebook კომენტარები