10 თვის წინ
ნიკო უილიამსი ბარსელონასკენ? – გადაწყვეტილება მალე ცნობილი გახდება
ავტორი
Aa
ესპანელი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ბარსელონაში ნიკო უილიამსის ტრანსფერთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოძრაობაა. მისივე თქმით, დღეს კლუბის შიგნიდან 4 სხვადასხვა პირთან ისაუბრა.
ორთაგანმა მას განუცხადა, რომ უილიამსის გამოსასყიდი თანხა უკვე ხვალ იქნება გადახდილი, მესამემ დააზუსტა, რომ ეს ოთხშაბათისთვის მოხდება, ხოლო მეოთხემ აღნიშნა, რომ არაფერს იტყვის, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად კლუბს 9 ივლისამდე აქვს დრო.
როგორც ჩანს, კატალონიელთა გეგმაში ბილბაოს ვარსკვლავის დამატება პრიორიტეტად რჩება და საბოლოო შეთანხმება დღეების ამბავია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ