სიმეონე გრიზმანის სიტუაციაზე: სიტყვების გარეშე

სიმეონე გრიზმანის სიტუაციაზე: სიტყვების გარეშე

მოგეხსენებათ, გუშინ "ბარსელონა" საშინაო მოედანზე მადრიდის "ატლეტიკოს" 2-2 დაუზავდა.

კატალონიელებმა მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარეს და კიკე სეტიენსაც კრიტიკის ქარცეცხლი არ ასცდა.

ესპანელი სპეციალისტი იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ 120 მილიონად ნაყიდი ფრანგი ვარსკვლავი, ანტუან გრიზმანი, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშში მხოლოდ 90-ე წუთზე ჩართო. ეს ამ დონის ფეხბურთელისთვის დამამცირებელი საქციელიც კია.

მატჩის შემდეგ აღნიშნულ სიტუაციას "როხი ბლანკოს" თავკაცი, დიეგო სიმეონეც გამოეხმაურა: "სიტყვების გარშე", - განაცხადა ჩოლომ ამ ეპიზოდზე.

ყველა კარგად ვხვდებით, რომ ამით არგენტინელმა უბრალოდ სეტიენის კრიტიკისგან თავი შეიკავა. 

აღსანიშნავია, რომ ჩოლოსა და გრიზმანს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, "ბარსას" თავკაცი კი ფრანგს ნდობას არ უცხადებს.


4 თვის წინ
531 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ