3 წლის და 4 თვის წინ
"ბარსა" მუნდიალის ერთ-ერთი გმირის შეძენასთან ახლოს იყო
ავტორი
Aa
კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაროკო ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ყველა მატჩში კარი მშრალად შეინახა. ამაში მათ მეკარეს იასინ ბონოს დიდი წვლილი უძღვის.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ბარსელონას" სურდა ბონოს შეძენა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელად.
ბარტლომიე დრაგოვსკი, ალბან ლაფონტი და ილან მელიე ასევე იყვნენ კატალონიური კლუბის სიაში. თუმცა, საბოლოოდ "ბარსამ" შემცვლელის ყიდვას, ინიაკი პენიას დატოვება არჩია.
Facebook კომენტარები